ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებების რიცხვი ორმოცდაათი პროცენტით შემცირდა


ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ შარშან ერაყში შიიტური მეჩეთის აფეთქების შემდეგ ძალადობის ფონმა მკვეთრად დაიწია.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ შარშან ერაყის ქალაქ სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქების შემდეგ ძალადობის ფონმა მკვეთრად დაიწია. ამ აფეთქებამ რელიგიური დაპირისპირება გამოიწვია.

დღეს ბაღდადში სიტყვით გამოსვლისას, გენერალ ლეიტენანტმა რეიმონდ ოდიერნომ განაცხადა, რომ იანვრის შემდეგ ბაღდადში მომხდარი აფეთქებების რიცხვი ორმოცდაათი პროცენტით შემცირდა. ასევე მკვეთრად შემცირდა დაღუპულთა რიცხვიც.

გასულ თებერვალს ამერიკელმა ჯარისკაცებმა ბაღდადის პატრულირება დაიწყეს და შემდეგ ასეთი ოპერაციები ერაყის სხვა პროვინციებზეც გაავრცელეს.

ამერიკელი სამხედროები აგრეთვე აცხადებენ, რომ დღეს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სულეიმანიაში, კოალიციის ძალებმა ირანის ელიტარული ალ ყუდსის ფორმირების წევრი დააკავეს. მას მოთარეშეების წვრთნასა და იარაღით მომარაგებაში ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG