ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ისრაელის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს


სირია ისრაელის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. სირიამ უარყო ისრაელის მიერ შეთავაზებული, რაიმე წინაპირობის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წასვლა. სამთავრობო გაზეთის „ტიშრინის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში სირიის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტი ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ისრაელს მშვიდობა არ სურს. სარედაქციო წერილში შარშან ისრაელის მიერ ლიბანში წარმოებული ომიცაა ნახსენები. სირია ამტკიცებს, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მისი ტერიტორია ექვს სექტემბერს დაბომბეს. ისრაელი კომენტარისაგან თავს იკავებს. გასულ ორსაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელი დამასკოსთან უკონდიციო მოლაპარაკებების გასამართავად მზადაა. სირიულმა გაზეთმა ისრაელს გულწრფელობის დამტკიცების მიზნით, მოლაპარაკებების იმ პუნქტიდან განახლებისკენ მოუწოდა, რომელზეც 2000 წელს ეს მოლაპარაკებები შეწყდა. მაშინ მოლაპარაკებები ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს ოკუპირებული სირიის ტერიტორიის გოლანის სიმაღლეების ირგვლივ შეუტანხმებლობის გამო შეწყდა.
XS
SM
MD
LG