ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვსა და პეკინს აღელვებს ის ფაქტი ირანის წინააღმდეგ ომი არ გამოირიცხება


საფრანგეთის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ რუსეთსა და ჩინეთში აღელვება გამოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს რომ მოსკოვს აღელვებს ის ფაქტი ირანის წინააღმდეგ ომი არ გამოირიცხება.

ეს განცხადება ბატონმა ლავროვმა დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარდ კუშნერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ პეკინი სასტიკი წინააღმდეგია ამდაგვარი მუქარისა. გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად აუცილებელია ირანთან მოლაპარაკებათა წარმოება, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ომის შესაძლებლობაც დაუშვა.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს რომ მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოა და მედიაში აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.

XS
SM
MD
LG