ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი რაკესაწინაღო სისტემის ევროპაში განლაგების შესახებ მოსკოვის წინადადებას განიხილავს


სამხედრო ექსპერტები შეერთებული შტატებიდან განიხილავენ მოსკოვის წინადადებას, პოლონეთსა და ჩეხეთში რაკესაწინაღო სისტემის კომპონენტების განთავსების სანაცვლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სარადარო ბაზის გამოყენების თაობაზე. ამ სარადარო ბაზას რუსეთი იჯარით იყენებს,

მოსკოვმა ვაშინგტონს აზერბაიჯანში არსებული გაბალას რადიოლოკაციური სადგურის ერთობლივი გამოყენება, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემების განთავსებაზე იტყვის უარს.

შეერთებული შტატების დელეგაციას ამერიკის რაკეტსაწინაღო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გენერალი პატრიკ ორაილი ხელმძღვანელობს. ექვსკაციანი დელეგაცია აზერბაიჯანელ და რუს სამხედრო ექსპერტებთან ერთად სარადარო სადგურის გამოყენების შესაძლებლობას აფასებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება პრეზიდენტ ბუშს ივლისის თვეში შესთავაზა.

XS
SM
MD
LG