ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება მიმდინარეობს


ტაილანდელმა გამომძიებლებმა გუშინ, პუნკეტის კუნძულზე დასვებისას დამსხვრეული თვითმფრინავის ორივე შავ ყუთს მიაგნეს. ამ ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ას ოცდაათი მგზავრიდან ოთხმოცდაცხრა დაიღუპა.

გამოძიება შეერთებული შტატებიდან გაგზავნილ ტექნოლოგიებსაც დაიხმარებს. გამოძიების პროცესი ალბათ ერთ კვირას გასტანს.

ტაილანდური კომპანიის „უან თუ გოუს” კუთვნილი, ამერიკული წარმოების თვითმფრინავი მაკდონნელ დაგლას მდ-82, პუკეტის აეროპორტში, წვიმისა და ძლიერი ქარის დროს დაშვებისას დაიმსხვრა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთაგან ორმოცდათხუთმეტი უცხოელია, ხოლო ოცდატოთხმეტი კი ტაილანდელი. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ დაიღუპა ოთხი ამერიკელი. ორმოცდაერთი გადარჩენილი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

XS
SM
MD
LG