ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში დაგეგმილი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ექვსმხრივი მოლაპარაკებები გადაიდო


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ექვსმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყება გადაიდო.

სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ მათ დღეს მოლაპარაკებების მასპინძელმა ქვეყანამ, ჩინეთმა მიაწოდა. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ჩინეთის მხარემ მათ მოლაპარაკებების განახლების მიზნით მხარეებთან მოთათბირებაში დახმარების გაწევა შესთავაზა.

ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, შეერთებული შტატების, და ჩრდილო და სამხრეთ კორეების წარმომადგენლები მიმდინარე კვირას პეკინში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებების მიზანს, ფხენიანის ბირთვული ობიექტების დახურვის საბოლოო ვადის დადგენა წარმოადგენდა.

ფხენიანმა ახლახანს უკვე დახურა ქვეყნის მთავარი ბირთვული ობიექტი. იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა სრულიად შეწყვეტს ბირთვულ სამუშაოებს და ბირთვულ მასალას მთლიანად წარმოაჩენს, მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები ფხენიანს საწვავით დახმარებასა და დიპლომატიურ დათმობებზე წასვლას სთავაზობენ.

XS
SM
MD
LG