ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტ პერვეზ მუშრაფის ხელმეორედ არჩევის გეგმას განიხილავენ


პაკისტანის ოპოზოციურმა პარტიებმა ეჭვქვეშ დააყეენეს პაკისტანის პრეზიდენტის ხელმეორედ არჩევის კანონიერება, მისი ქვეყნის სამხედრო ძალის მეთაურის პოსტზე ყოფნის ფონზე.

შეგახსენებთ რომ 1999 წლის 12 ოქტომბერს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა პერვეზ მუშარაფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება.

მისი საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ხელმეორედ წამოყენების ოფიციალურ დოლკუმენტებს 15 ოქტომბერს გასდის ვადა, ხოლო მისი პრეზიდენტობის ვადა 15 ნოემბერს იწურება.

პაკისტანის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მუშაიდ ჰუსეინ საედმა საონფორმაციო სააგენტოს როიტერს განუცხადა რომ ბატონი მუშარაფი მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს.

XS
SM
MD
LG