ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატი სენატორები პრეზიდენტ ბუშის სატელევიზიო მიმართვას აკრიტიკებენ


ამერიკელი დემოკრატი სენატორი ჯეკ რიდი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ვერ აღწერა ერაყში მიმდინარე ომის წარმატებით დასრულების გეგმა და რომ სახელმწიფოს მეთაურმა ვერც ომის გაგრძელების შესატყვისი არგუმენტები დასახა. რიდი, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების ვეტერანი წევრია, ეს კომენტარი გუშინ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. რიდმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტის გეგმა-დეკემბრამდე ჯარების გარკვეული ნაწილები გაიყვანოს ერაყიდან, არ ნიშნავს სტრატეგიის ნამდვილ ცვლილებას. სენატორმა განაცხადა, რომ ჯარების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებამ ერაყში, რაც პრეზიდენტმა განკარგულებით მოხდა, თავისი პირველადი ამოცანა ვერ შეასრულა. შესაბამისად, ერაყელ ლიდერებს დრო არ მიეცათ პოლიტიკრუ პროგრესის მისაღწევად. პრეზიდენტობის დემოკრატიულმა კანდიდატმა ჯონ ედვარდსმა პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, საკუთარი ორ წუთიანი განცხადებით მიმართა საზოგადოებას. მან განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები ორ ცეცხლს შუა იმყოფებიან---ერთის მხრივ ეს არის პრეზიდენტი რომელსაც წარმატების მისაღწევად გეგმა არ აქვს და მეორეს მხრივ, კონგრესი, რომელსაც არ ყოფნის სიმამაცე ყველაფერი გააკეთოს მათი შინ დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG