ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერ მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატის ასარჩევად არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება


იაპონიის მმართველი პარტიის განცხადებით, პრემიერ მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატის ასარჩევად არჩევნები 23 სექტემბერს გაიმართება. როგორც ცნობილია, შინზო აბეს, მისი გადადგომის განცხადებიდან, მეორე დღეს ჰოსპიტალიზეება მოუხდინეს.

დღეს. აბეს ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პარტიის მომავალი ლიდერი იაპონიის პრემიერ მინისტრი გახდება.

აბეს თანამდებობაზე კანდიდატებად მოიაზრებიან პარტიის გენერალური მდივანი ტარო ასო და მინისტრთა კაბინეტის მეთაური იასუო ფუკუდა.

ბატონი აბე ტოკიოს საავადმყოფოში დღეს მოათავსეს, რისი მიზეზიც, ექიმების განცხადებით, მენტალური და ფსიქიური გამოფიტვა და სისუსტე იყო.

პრემიერ მინისტრმა გუშინ განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. აბემ იქვე დასძინა, რომ იაპონიას ახალი ლიდერი სჭირდება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG