ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა შიდა ქართლში


გორის ადმინისტრაციის შენობა გუშინ ალყაში იყო მოქცეული. შემოსავლების სამსახურისა და პროკურატურის ერთობლივი ოპერაცია 6 მაღალჩინოსნის დაკავებით დასრულდა. მათ შორის დაპატიმრებულია გორის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქარელის ყოფილი გამგებელი და კიდევ სამი პირი. ბრალდებები სერიოზულია – ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვა, ე.წ. ატკატები, რომელიც ოჯახის წევრების კუთვნილი ფირმების მეშვეობით ხორციელდებოდა, მიწების უკანონო გასხვისება და პედაგოგების ხელფასების მითვისება. გამგეობის კაბინეტები აქამდე დალუქულია და დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს. ექვსივე დაკავებული მაშინვე გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, დაკავებულების აღიარებითი ჩვენებების მიღება ჯერაც არ შემდგარა. ანტიკორუფციულ აქციებზე კომენტარს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

გიგა ბოკერია სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იშვიათი, როდესაც სახელმწიფო მოხელეები თანამდებობას ბოროტად იყენებენ. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. რეაქციას რაც შეეხება, ეს გაკვირვების საფუძველს იძლევა. თუ ვინმეს ეგონა რომ მთავრობაში ყოფნა ეს იმუნიტეტს ნიშნავს, სამწუხაროდ ისინი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ცდებიან.

- რეაქცია, რომელიც უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ გაიგო, შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს ეხება, რომელიც გუშინდელ ანტიკორუფციულ აქციაზე გამოჩნდა და აქტიურობდა. მისი აქტიურობა კი საპროტესტო ხასიათს ატარებდა.

მიხეილ ქარელიეს არის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც დღეს გორში მოხდა. საკრებულოს წევრებს არ უშვებენ შენობაში. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ქადაგებენ დემოკრატიას. ამ უმსგავსო ფაქტის შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ხანში იქნება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის.

- ვიდრე მიხეილ ქარელი განცხადების შინაარსს კარგად მოიფიქრებდა, და მის ახალ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობდა, ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება - მიხეილ ქარელი თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის ადგილზე ახალი გუბრენატორი ლადო გეგელაშვილი დაინიშნა, რომელიც უკვე წარსდგა პრესის წინაშე და უკვე გუბერნატორის ფუნქციების აღსრულებაც დაიწყო.

ლადო გეგელაშვილიჩვენი ადმინისტრაცია ძალიან მოკლე ხანებში განახორციელებს პროექტს, რომელიც მაგალითად ამ ცირკის შენობას დაუბრუნებს ძველ იერს. ნახეთ გზის საფარი, ყველა ხელისუფალმა უნდა დაიწყოს იმ ორმოებიდან, მათი შეკეთებიდან რომლებიც ქალაქს ამახნიჯებენ.

- ახალი გუბერნატორი უკვე ცდილობს არსებული ორმოების ამოვსებას. ამასობაში კი ძველი გუბერნატორი მიხეილ ქარელი მის თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის პარტბილეთს ხევს და ხმამაღლა აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს უერთდება, რაც რადიკალურ ოპოზიციაში გადასვლას გულისხმობს. ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი ოპოზიციური ფრთის, ახალი მემარჯვენეების დამოკიდებულებაა მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც მამუკა კაციტაძე ახმოვანებს.

მამუკა კაციტაძეეს უნდა შეფასდეს, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული დაპირისპირება, მათ რაღაც ვერ გაიყვეს. ხალხი ხვდება რომ ნაციონალური მანდატის ჯიბეში დება სირცხვილია, მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ აქამდე თუკი ედოთ, არც ეს არის ნაკლებად სამარცხვინო. რაც შეეხება ახალ გუბერნატორს, შემიძლია გითხრათ, რომ გასული წლების მანძილზე ის პარლამენტში არავითარი აქტიურობით არ ხასიათდებოდა.

- საზოგადოება მოვლენების განვითარებას ელის, ყველაზე აქტუალური კი ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენაა პრესისა და საზოგადოების წინაშე.

XS
SM
MD
LG