ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ორგანიზაციის თაოსნობით მედიკამენტებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისს მიფრინავს


დღეს საქართველოში მოღვაწე ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ე ქოლ თუ სერვ ჯორჯიის” მედიკამენტებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისს მიემგზავრება. ჩვენმა კორესპონდენტმა ზაქარია კიკნაძემ ინტერვიუ ჩამოართვა ამ ორგანიზაციის დირექტორს დოქტორ პატრიშა ბლერს.

ჩვენ დოქტორ ბლერს ვთხოვეთ ორგანიზაციის მიზნებზე და მიმართულებაზე მოეთხრო.

ჩვენ ორგანიზაციას „ე ქოლ თუ სერვ ინტერნეიშენალ” ანუ მოწოდება საერთაშორისო მსახურებაზე ეწოდება. ჩვენ პირველი ჰუმანიტარული და განვითარების ორგანიზაცია ვართ, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაიწყო. ეს 1992 წელს მოხდა. წელს ჩვენ ორგანიზაციის შექმნის თხუთმეტი წლის თავს აღვნიშნავთ. გვიპასუხა ქალბატონმა ბლერმა. მისი თქმით ორგანიზაციის მთავარი მიზანი სამედიცინო დახმარების გამოსწორებაა ემსახურება. აქცენტი ბავშვთა ჯანმრთელობასა და საერთოდ პედიატრიის განვითარებაზე კეთდება. აღნიშნა დოქტორმა. მეორე სფერო, რომლის განვითარებისთვისაც ჩვენ ვიღწვით განათლებაა, ხოლო მესამე კი კარგი საჯარო სამედიცინო სისტემის შექმნაა.

თქვენი საქმიანობა სცილდება თუ არა საქართველოს ფარგლებს? ვკითხეთ ქალბატონ ბლერს.

-არა. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოსათვის შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1992 წლის იანვარში. ჩვენი პარტნოირები ბატონი გიორგი წილოსანი და საქართველოს სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენელი სხვა ქართველი ექიმები იყვნენ. ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ჩვენ მათთან ძალზე ვმეგობრობთ. ანუ ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ უძველესი საქართველოს მიწას ხმარდება. გვიპასუხა ქალბატონმა ბლერმა.

კითხვაზე თუ ვისი იდეა იყო ამ ორგანიზაციის დაარსება. დოქტორმა ბლერმა გვიპასუხა, რომ ეს იდეა მას და ბატონ გიორგი წილოსანს ეკუთვნის. ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ჩაღწევა რთული იყო. მისი თქმით, მაშინ ქვეყანას არ გააჩნდა არც საჭირო თანხები და არც სავაჭრო ხელსეკრულებები იყო დადებული და მედიკამენტების შოვნაც ძალზე რთული იყო.

-ბატონმა გიორგი წილოსანმა ფაქსის მეშვეობით წერილი გამომიგზავნა, სადაც წერდა, რომ მას პაციენტები ეღუპებოდა ვინაიდან მედიკამენტები არ გააჩნდა. თუ შეგიძლიათ დაეხმარეთ მათ და ჩვენც, რომ ისინი გადავარჩინოთო, მწერდა ბატონი გიორგი. აი ასე გადავწყვიტეთ „ქოლ თუ სერვ ინტერნეიშენალის ჯორჯიის” შექმნა.

ჩვენ ქალბატონ ბლერს ორგანიზაციის ამჟამინდელი პროექტის შესახებ საუბარი ვთხოვეთ.

_დღეს ოთხი ჩვენთაგანი ვირჯინიის შტატში მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან სი ჩვიდმეტი ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავით თერთმეტი მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებით ბორტზე, ჯერ გერმანიაში ჩავფრინდებით და იქიდან კი საქართველოსკენ ავიღებთ გეზს. გვიპასუხა დოქტორმა ბლერმა. მან გააგრძელა, რომ საქართველოსი მას სეერთებული შტატების ელჩი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწე წევრები დახვდებიან. მედიკამენტების განაწილება სამმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ითავა.

მისი თქმით. „ე ქოლ თუ სერვ ინტერნეშენალი” სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებსაც ჩაიტანს საქართველოში. მოწყობილობების საავადმყოფოში დამონტაჟებას კი ამერიკელი სამხედრო ინჟინერები განახორციელებენ. ეს საავადმყოფო საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ გახსნილი წმინდა ანასა და წმინდა იოაკიმეს სახელობის სამეანო კლინიკაა.

რა გზებით ფინანსდება თქვენი ორგანიზაცია? ვიკითხეთ ჩვენ.

-იმ ხალხის მიერ ვისაც საქართველო უყვარს. სხვადასხვა გრანტებით და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიისა და ევროპის კოორდინატორის განყოფილების მიერ. რომელსაცბატონი ელჩი ტომ ადამსი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის იგი ჩვენთან ერთად მიემგზავრება საქართველოში. აღნიშნა ქალბატონმა ბლერმა. მისი თქმით, თანხების ნაწილს ამერიკელი სკოლის მოსწავლეებიც კი აგროვებენ. ასე მაგალითად მისურის შტატის ქალაქ კოლუმბიის ბავშვებმა მათ ქალაქთან დაძმობილებული ქუთაისის ბავსვებისათვის საჭირო მედიკამენტების შესაძენი თანხის შეგროვება შესძლეს. თანხის ნაწილს სხვადასხვა ბიზნესები და ეკლესიებიც გვწირავენ. გააგრძელა მან. სამედიცინო მოწყობილობის შემცველი ორმოცდაორი კონტეინერი კი ამერიკელმა სამხედროებმა გადმოგვცეს. დასძინა ქალბატონმა პატრიშა ბლერმა. მისი თქმით პროგრამების ნაწილი ქვემო ქართლში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში და რუსთავის მეანობის ცენტრში ხორციელდება.

ჩვენ ძალზე კარგი ამერიკელი სპეციალისტებიც გვეხმარებიან. ისინი ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს უტარებენ. დაასრულა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ბლერმა.

XS
SM
MD
LG