ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს საუდის არაბეთში მოუხდინეს დეპორტაცია.


შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნიიდან გაძევებულ პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს, მას შემდეგ, რაც მან სამშობლოში დაბრუნება მოისურვა, დღეს საუდის არაბეთში მოუხდინეს დეპორტაცია.

ბატონი შარიფი ისლამაბადში ჩასვლიდან სულ რამდენიმე საათში საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გადააფრინეს.ისლამაბადის აეროპორტის მოხელეებთან საათ ნახევრიანი დაძაბული საუბრის შემდეგ, ბატონი შარიფი ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს და შემდეგ კი საუდის არაბეთში გადააფრინეს.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აფტაბ აჰმად შერპაომ განაცხადა, რომ ყველაფერი რაც ყოფილ პრემიერს ეხება კანონის მიხედვით ხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ადრე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ბატონ შარიფს ბრალდებები მოუხსნა და პაკისტანში დაბრუნების უფლება მისცა, ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაკავებულ იქნება. შარიფი 1999 წელს პაკისტანის ამჟამინდელი პრეზიდენტის გენერალ ფერვეზ მუშარაფის მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგად გადააყენეს. ბატონი შარიფი მომავალ არჩევნებში აპირებდა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

XS
SM
MD
LG