ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს


აშშ პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ალ ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ახალი ვიდეო ფირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბუში, რომელიც იშვიათად პასუხობს ალ ყაიდას ვიდეო შეტყობინება, ამჯერად აცხადებს, რომ ბინ ლადენის განცხადება, სადაც დმოკრატია და გლობალური ეკონომიკის განვითარებაა დაგმობილი, გვახსენებს, თუ რა საშიშ დროში გვიხდება ცხოვრება.

დღეს, სიდნეიში აპეკის სამიტის გახსნის წინ სიტყვით გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ ბინ ლადენი მის განცხადებაში ერაყის შესახებ საუბრობს. ამერიკის პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფება სწორედ ერაყში ცდილობს თავშესაფრის მოპოვებას.

ახალ ვიდეო ფირზე, სადაც ბინ ლადენი პირველად გამოჩნდა სამი წლის შემდეგ, იგი ამერიკელებს მოუწოდეს დემოკრატიული სისტემა მიატოვონ და ისლამზე მოექცნენ, თუ მათ სურთ ერაყში ამერიკის ბრძოლის დასრულება.

XS
SM
MD
LG