ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ყუფაში აფეთქებას ჰქონდა ადგილი


ერაყის პოლიციის განცხადებით, შიიტებით დასახლებულ ქალაქ ყუფაში, ბაზრის ტერიტორიაზე ბომბის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 7. ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არის ორი ბავშვი.

ამერიკელი სამხედროები იტყობინებიან, რომ კოალიციისა და ერაყის ძალებმა საჰაერო და სახმელეთო შეტევა განახორციელეს სუნიტი მოთარეშეების გასადაევნად ქალაქ კირკუკიდან.

სამხედროების ინფორმაციით, დაკავებულია დაახლოებით 13 ადამიანი. პარალელური ოპერაციისას, 12 ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული კირკუკის რაშადის რეგიონში და ასევე ქალაქ მოსულში.

XS
SM
MD
LG