ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა


საქართველოს პარლამენტმა დღეს მისი პოლიტიკური სეზონი გახსნილად გამოაცხადა. დღევანდელ სესიაზე რამდენიმე საკითხი იყო განსახლილველი, რომელსაც წინამორბედ დღეებში ხმაურიანი დისკუსიები უსწრებდა წინ. პარლამენტის რიგგარეშე სესია დღეს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

სხდომის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დეპუტატებს მიმართა და საშემოდგომო სესიაზე წარმატებული მუშაობა უსურვა. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობას და სამოქმედო გეგმას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ნდობა გამოუცხადა. როგორც მოსალოდნელი იყო ახალი სამთავრობო გეგმა ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა, უმრავლესობამ კი ის დადებითად შეაფასა. აქამდე მთავრობის ახალ წევრებს მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტებში შეხვდნენ.

მათი კანდიდატურების განხილვაში მხოლოდ “მრეწველებმა” მიიღეს მონაწილეობა, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილის განცხადებებით კი, ისინი განახლებულ მთავრობას და პროგრამას მხარს არ დაუჭერდნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი საკუთარ უნდობლობას ამგვარად ხსნის.

დავით ბერძენიშვილიეს არ არის ახალი მთავრობა და არც ახალი სამოქმედო გეგმაა. ეს რაღაც მორიგი საბავშვო დათვალიერებაა და ძალიან არასერიოზულ სახეს ატარებს.

- მთავრობის განახლებულ შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა წარუდგინა. მეორე საკითხი, რომლის განხილვასაც დეპუტატები გეგმავდნენ ფინანსთა ყოფილი მინისტრის - ლექსო ალექსიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენის საკითხი იყო. ამ უკანასკნელ მოვლენას წინ ყველაზე ხმაურიანი დებატები უსწრებდა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია ალექსიშვილის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწუნა. დღეისათვის ისევ გაურკვეველი რჩება ქვეყნის მთავარი ბანკირისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის ბედი. უმრავლესობის განცხადებით საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე მთავრობის დამტკიცების შემდეგ იმსჯელებს. ოპოზიციის შეფასებით კი ალექსიშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარემ საბოლოოდ დაბლოკა. ოპოზიციის მოსაზრებებს უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია ამვარად პასუხობს.

გიგა ბოკერიაარ მიკვირს, რადგან ჩვენი ოპონენტების ნაწილი აგრეძელებს არაკვალიფიციური პოლიტიკური მიმომხილველის ფუნქციის შეთავსებას. ჭორებს იგონებენ და შემდეგ თავად უკეთებენ ანალიზს მათ მოგონილ ჭორებს. ლექსო ალექსიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ეს საკითხი აუცილებლად შემოვა განსახილველად და მე იმედი მაქვს, მას ექნება სრული მხარდაჭერა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე. პრეზიდენტის პოსტის თაობაზე კი კონსულტაციები გრძელდება.

- მიუხედავად ამისა დღევანდელი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ლექსო ალექსიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენის საკითხი არ განხილულა. როგორც სხდომის დეპუტატები აცხადებდნენ პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე ალექსიშვილის, მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატათ იქნება დასახელებული. თუ ვინ იქნება წარდგენილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, ამას მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.

და ბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე ხმაურიანად გადაწყდა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების თანამდებობაზე ყოფილი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ვლადიმერ ჭიპაშვილის და ბათუმის ყოფილი მერის ირაკლი ლორთქიფანიძის კანდიდატურების განხილვა გაიმართა. დღევანდელ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ყველაზე აქტიური ოპონენტი დავით ბერძენიშვილი საბერძნეთისა და ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურებს ამგვარად აპროტესტებდა.

დავით ბერძენიშვილი - რ დააშავა ჩეხეთმა და საბერძნეთმა საქართველოსთვის. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა, ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი დიპლომატები, რომელნიც უნდა ინიშნებოდნენ ელჩებად. ძალიან გული მწყდება რომ ბრეჟნევის ეპოქაში გვაბრუნებს სააკაშვილის ხელისუფლება. ირაკლი თავართქილაძე განსწავლული ადამიანია, მას შეეძლო ყოფილიყო ღირსეული ქართველი, მაგრამ მან უღირსი არჩევანი გააკეთა - საკუთარი თავისუფლება დაყმევებაზე გაცვალა.

- მიუხედავად ამგვარი მკვეთრი გაცხადებებისა საქართველოს პარლამენტმა ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ლადო ჭიპაშვილი დაამტკიცა, საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე კი ირაკლი თავართქილაძე. დღის წესრიგი ისე წარიმართა, როგორც დღის დასაწყისში უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დავით კირკიტაძე წინასწარმეტყველებდა.

დავით კირკიტაზეიხმაურებენ თუ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე რა მნიშვნელობა აქვს, დღეს ახალი მთავრობა მაინც დამტკიცდება!

XS
SM
MD
LG