შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონი ყველასათვის კარგად არის ცნობილი.
იგი შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი და ნიუ იორკის შტატის სენატორია.
ქალბატონი ჰილარის მიზანია შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს:
მე აქ გასამარჯვებლად მოვედი.
ჰილარი კლინტონი მისი მეუღლის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩვნებში ორჯერ გამარჯვებული ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ცენტრის დირექტორი ლერი საბატო აცხადებს რომ თეთრ სახლში ჰილარის მოღვაწეობას საპრეზიდენტო არჩვენებში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია:
ჰილარი თითქმის პრეზიდენტის დონეზე იღებდა გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე გამოდის რომ იგი მესამეჯერ იღებს მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იგი უდაოდ ძლიერი და სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატია.
მაგრამ მიუხედავად მისი ხელსაყრელი პოლიტიკური მდგომარეობისა მისივე პარტიაში გაჩნდა ეჭვი არის თუ არა იგი სასურველი კანდიდატი და გაიმარჯვებს თუ არა იგი არჩვენებში.
სენატორი კლინტონი წინააღმდეგობრივი პოზიციებით გამოირჩევა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან ჰილარი კლინტონი საზოგადოებაში ნეგატიური შეფასებით სარგებლობს.
ნეგატიური დამოკიდებულება ჰილარის მიმართ უკვე მისი თეთრ სახლში მოღვაწეობის პერიოდში ჩამოყალიბდა.
ქალბატონი კლინტონი თეთრი სახლის მიერ წამოწყებული შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ხელმძღვანელი იყო:
ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არ ამართლებს და აუციელებელია მისი გადახალისება.
თუმცა თეთრი სახლის გეგმა ჩავარდა და მან კონგრესის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
ასევე 1993 წელს whiterwater-ის სახელით ცნობილი უძრავი ქონების ირგვლივ ატეხილ სკანდალში ქალბატონი ჰილარის მონაწილეობამ ურაყოფითი ზეგავლენა მოახდინა მის რეპუტაციაზე. ამ საკნადალთან დაკავშირებით ქალბატონი ჰილარი იყო პირველი ლედი როემლიც ამერიკის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ამას მოჰყვა პრეზიდენტ ბილ კლინტონის გახმაურებული ინტიმური კავშირი თეთრი სახლის პრაქტიკანტთან მონიკა ლევინსკისთან.
ამ საკითხის ირგვლივ კონგრესისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო პრეზიდენტი ბილ კლინტონი 1998 წელს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს.
ჰილარი კლინტონმა მისი ქმრის მხარდაჭერა გადაწყვიტა, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაისმა კრიტიკა პირველი ლედის მისამართით.
პოლიტიკური ექსპერტი ლერი საბატო ამბობს რომ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაზე ამ საკნდალებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს:
ჰილარის სახელთან დაკავშირებული სკანდალები მის საპრეზიდენტო კაპანიას ხელს ვერ შეუწყობს. ხალხს არ სურს ძველი სკანდალების გახსენება, და აღარც ახალი სკანდალები უნდა .
თუმცა თეთრ სახლში ქალბატონი ჰილარის მერყევი მდგომარეობა სრულიად განსხვავდება მისი სენატში მტკიცე პოზიციებისაგან.
ერაყში სამხედრო ინტერვენციისადმი მისმა მხარდაჭერამ დემოკრატიული პარტიის წევრებს შორის დიდი უსიამოვნება გამოიწვია თუმცა ქალბატონი კლინტონი ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მაინც იღებს:
მე პასუხისმგებელი ვარ ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ სამწუხაროდ არაფრის შეცვლა არ ძალმიძს.
პოლიტიკური ანალიტიკოსები თვლიან რომ ქალბატონი ჰილარის სენატის შეიარაღებული ძალების კომისიაში მიღებულ გამციდლებას დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე.
ამერიკის ინიციატივის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჯონ ფორტერი თვლის რომ:
თუ ყურადღებას გავამახვილებთ მის მოღვაწეობაზე, დავინახავთ რომ ქალბატონი ჰილარი პრგმატულობითა და გონიერებით გამოირჩევა, რაც მას ხელისუფლების სადავეების ხელში აღებას გაუადვილებს.
ქალბატონი კლინტონის საპრეზიდენტო კამაპანია ასევე პოპულარიზაციას უწევს დემოკრატიულ პარტიას და მის ლიბერალურ შეხედულებებს. ჩიკაგოში გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს ქალბატონმა ჰილარიმ მისი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა:
მე მინდა რომ არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვონ, მე მინდა გაერთიანებული დემოკრატიული პარტია რესპუბლიკელების წინააღმდეგ. 15 წელია მემარჯვენეების წინააღმდეგ ვიბრძვი და ვიმარჯვებ კიდეც, ასე რომ მე ვარ ის ვინც იცის როგორ დაამარცხოს რესპუბლეკელები.
ჰილარი კლინტონის პიროვნებაში განსაკუთრებული გამბედაობა ჩანს. პირველ ლედის და სენატორს კვლავ სურს ისტოარიას თავი შეახსენოს, და პირველი ამერიკელი ქალი პრეზიდენტი გახდეს.