ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ


ნორვეგიის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ f-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ მისი ბაზიდან, მას შემდეგ რაც ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან, ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული ბომბდამშენები გამოჩნდენენ. ნორვეგიის სამხედრო წარმომადგენელმა ჯონ ინგე ოეგლანდმა განაცხადა რომ რუსული სტრატეგიული ბომნდამშენი ტუ-95 ბარენცის ზღვის რაიონში დაფიქსირდა. ბრიტანეთის ოფიციალური პირებიც აცხადებენ რომ რუსული ბომბდამშენების გამოჩენის გამო რეაქტიული თვითმფრინავებიც აფრინდნენ ბაზებიდან. რუსეთის მხრიდან მსგავსი სადაზვერვო მოქმედება რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა, რაც ამ ქვეყნის სამხედრო სიძლიერის აფიშირებას ემსახურება. რუსეთმა ამა თვის დასაწყისში გააკეთა განცხადება რეგიონში 12 სტრატეგიული ბომბდამშენის საწვრთნელი ფრენის შესახებ.
XS
SM
MD
LG