ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო დღეს, ეკონომიკასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს განიხილავენ.


სიდნეიში მიმდინარე აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე დასასწრებად ჩასული შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო დღეს, ეკონომიკასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს განიხილავენ. პრეზიდენტ ბუშის თქმით, იგი და ჩინეთის პრეზიდენტი გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ერთობლივად ბრძოლაზე შეთანხმდნენ, შეეხნენ ირანის, სუდანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს და ჩინური ექსპორტის უსაფრთხოებაზეც გაამახვილეს ყურადღება. ბოლო დროს, ჩინური პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ბატონ ჰუს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან ჯონ ჰოვარდთან ერთად მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა საკვები პროდუქტის უსაფრთხოების საკითხს მთელი სერიოზულობით უდგება. ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით, კი ბატონი ბუშის თქმით, იგი ცდილობდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ჰუ ჩინურ იუანთან მიმართებაში თავისუფლად მერყევი კურსის შემოტანის აუცილებლობაში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბატონმა ჰუმ იუანის კურსის საბაზრო ეკონომიკის მიერ დაბალანსებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

XS
SM
MD
LG