ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უარყოფს იარნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებული შეთანხმება უკვე მიღებულია. რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარყვეს ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის მიერ ირანისათვის ბირთვული საწვავის მიწოდების დრო უკვე ზუსტადაა განსაზღვრული. ირანის მთავარმა მოთათბირემ ბირთვულ საკითხებში, ალი ლარიჯანიმ დღეს განაცხადა, რომ მხარეებმა ბაშერის ბირთვულ ობიექტზე საწვავის შეტანის ვადები უკვე შეათანხმეს. მაგრამ ატომური ობიექტის მშენებელი რუსული კომპანიის „ატომსტროიექსპორტის” წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბირთვული ობიექტის მშენებლობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო შეჩერდა. ბუშერი უკვე მიმდინარე თვეს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, მაგრამ რუსები აცხადებენ, რომ ყველაზე ადრე ობიექტი 2008 წლის სექტემბერს შევა მწყობრში. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებენ ბრალს. ამ ბრალდებას თეირანი უარყოფს.
XS
SM
MD
LG