ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვიცარიელი დიპლომატები იმ ადგილს მოინახულებდნენ, სადაც ბობ ლევინსონი ბოლოს ნახეს


ირანში დაკარგული ამერიკის ფედერალური აგენტის ოჯახი აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ამერიკის თხოვნა დაბლოკა შვეიცარიელი დიპლომატების ვიზიტის გამო ირანში. შვიცარიელი დიპლომატები იმ ადგილს მოინახულებდნენ, სადაც ბობ ლევინსონი ბოლოს ნახეს.

ეს კი ირანის საკურორტო კუნძული კიში იყო, სადაც ლევინსონი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ლევინსონის მეუღლემ, ქრისტინა ლევინსონმა გაზეთ ვაშინგტონ პოსტს განუცხადა, რომ მას განსაკუთრებით აინტერესებს მისი დაკარგული მეუღლის ხელჩანთის პოვნა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ.

ქრისტინა ლევინსონმა დასძინა, რომ ირანის ხელისუფლებას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია მის თხოვნაზე ვიზის მისაღებად, რაც მას საშუალებას მისცემდა კუნძულ კიშზე ჩასულიყო.

ირანის მთავრობა უარყოფს გაუჩინარებული ლევინსონის შესახებ რაიმე ინფორმაციის ფლობას. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თეირანის ეს მტკიცება დაუჯერებელია.

XS
SM
MD
LG