ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აპირებს მოქალაქეობა მიანიჭოს სუდანის დარფურის რეგიონიდან ისრაელში შესულ ლტოლვილებს


ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა აპირებს მოქალაქეობა მიანიჭოს სუდანის დარფურის რეგიონიდან ისრაელში შესულ ასობით ლტოლვილს.

მინისტრმა მეირ შეეტრიტმა განაცხადა, რომ იგი აშშ-სთან მუშაობდა ლტოლვილთა კვიტოს დასადგენად, ანუ იმ რაოდენობის შესამუშავებლად, ვინც ისრაელის მოქალაქე გახდება.

ისრაელის შეფასებით, ბოლო წლებში დაახლოებით 1100 სუდანელიმა არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი ეგვიპტეში.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ივლისში განაცხადა, რომ არალეგალური ემიგრანტების უმრავლესობას დეპორტაცია ელის, თUმცა დასძინა, რომ ისინი მათ ვინც საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, ისრაელში დარჩენის საშუალება მიეცემათ.

დარფურში, ოთხწლიანი ძალადობის განმავლობაში, დაახლოებით 200 000 ადამიანი დაიღუპა. 2რ მილიონზე მეტი კი იძულებული იყო საცხოვრებელი დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG