ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიაში ოთხ ადამაინს ბომბების დამზადების ბრალდებით ასამართლებენ


დანიაში ოთხი ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგა ტერორისტული თავდასხმისას ბომბების დამზადების ბრალდებით. ოთხივე მათგანი ერთი წლის წინ დააკავეს დანიაში. მათ ბრალი ედებათ ქიმიური და ლაბორატოული მოწობილობების შესყიდვისათვის ასაფეთქებლების დასამზადებლად.

დღეს, დანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 8 ადამიანის დაკავებით დედაქალაქ კოპენჰაგენში აღიკვეთა ტერორისტული თავდასხმა.

დანიის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილები დაკავშირებულნი უნდა იყვნენ ალ ყაიდასთან და რომ ისინი სავარაუდოდ ბომბების აფეთქებას გეგმავდნენ.

დანიის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები 19-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან და ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და თურქეთიდან არიან. ექვსივე მათგანს დანიის მოქალაქეობა აქვს.

მოსამართლემ ორ ეჭვმიტანილს 27 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მანამ სანამ გამოძიება გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG