ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის არმიამ სრული კონტროლი დაამყარა პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე


ლიბანის ხელისუფლების განცხადებით არმიამ სრული კონტროლი დაამყარა პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე ისლამის მეომრებთან სამთვიანი ბრძოლების შემდეგ. ლიბანის ხელისუფლების მტკიცებით ნაჰრ ალ ბარედის ბანაკში მომხდარი უკანასკნელი შეტაკებისას ორი ლიბანელი ჯარისკაცი და ფათა ალ ისლამის 28 მეომარი დაიღუპა. ტრიპოლის ჩრდილოეთით მდებარე ეს ბანაკი 20 მაისს დაწყებული ბრძოლების შედეგად მთლიანად დაინგრა. ამ შეტაკებას 150 ლიბანელი ჯარისკაცის და 120 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.ბანაკში მყოფი 30 000-მდე ლტოლვილი იძულებეული გახდა კიდევ ერთხელ აყრილიყო თავისი საცხოვრებელი ადგილიდან.
XS
SM
MD
LG