ავსტრალიის პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. ისინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის გახსნის მომენტში საპროტესო აქციას მართავდნენ. ფორუმი სიდნეიში დღეს გაიხსნა. გარემოს დაცვის აქტივისტებმა აპეკის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მორთული გემი ქალაქ ნიუქასლის პორტში შეიყვანეს. ხელისუფლებამ გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მათ წინააღმდეგ სრული სიმკაცრით იქნებოდა გამოყენებული კანონი, თუ ისინი ძალისმიერ მეთოდებს მიმართავდნენ. ამ ფონზე, ავსტრალიის ხელისუფლება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს ატარებს აპეკის მონაწილე ლიდერების დასაცავად. მონაწილეთა შორის არიან რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პირველი პირები.
პოპულარული
1