ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ ჰილი ჟენევაში ოპტიმიზმს გამოთქვამს ფხენიანის ბირთვული პროგრამების გამო


დღეს, ჟენევაში მოლაპარაკებები დაიწყეს ამერიკელმა და ჩრდილოეთ კორეელმა ელჩებმა. მოლაპარაკებების მთავარი თემაა ურთიერთობების ნორმალიზაცია ორ ქვეყანას შორის. შესაძლოა ასევე საუბარი შეეხოს ჩრდილოეთ კორეის ამოღებას ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიიდან. შვეიცარიაში დაწყებული შეხვედრა ორ დღეს გასტანს. ამერიკის ელჩმა ბირთვულ მოლაპარაკებებში ქრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დასრულების გამო. ჰილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეა განაცხადებს ყველა ბირთუვლი ობიექტის შესახებ და რომ ფხენიანი ასევე დაასრულებს ყველა მათგანის ტეროტორიაზე მიმდინარე საქმიანობას წლის ბოლომდე. 2008 წელს კი ბოლო ეტაპი დაიწყება, რაც ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი ყველა ბირთვული პროგრამის გაუქმებას მოიტანს შედეგად.
XS
SM
MD
LG