ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამდებობიდან გადადგა ამერიკელი სენატორი ლარი ქრეგი


რესპუბლიკელმა სენატორმა ლარი ქრეგმა აიდაჰოს შტატიდან, გადადგომის შესახებ დღეს გააკეთა განცხადება. სენატორი ქრეგი მინეაპოლისის აეროპორტში ივნისში დააკავეს. ამის შესახებ გაზეთმა “როლ ქოლ” დაწერა. ვეტერანმა სენატორმა თავი დამნაშაედ სცნო მას შემდეგ რაც პოლიციის აგენტმა, რომელიც მამაკაცთა საპირფარეშოში იყო, სენატორს ბრალი დასდო სექსუალური აქტის დაწყების მცდელობაში მის მიმართ. ქრეგმა კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ იგი არ არის ჰომოსექსუალისტი და თქვა, რომ თავი დამნაშავედ სცნო მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის ეს ბრალდება მოეხსნათ.
XS
SM
MD
LG