პაკისტანელი სამხედროების განცხადებით, ავღანეთის საზღვართან კამიკაძე ტერორისტმა სამი პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამხედრო ნაწილის წარმომადგენლის განცხადებით, დაახლოებით ორი მშვიდობიანი პირი დაიჭრა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ბაჯურის რეგიონში მომხდარი შეტაკებისას. ამ ფონზე, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, თემთა უხუცესები ისლამისტ ლიდერებს შეხვდნენ 120 პაკისტანელი ჯარისკაცის გათავისუფლების წინადადებით, რომელბიც მთავრობის ინფორმაციით რეგიონშო იმყოფებიან. პაკისტანის სამხედროები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ჯარისკაცები თალიბთა მომხრეებმა გაიტაცეს და რომ ისინი ნაცვლად ამისა ადგილობრივ ტომებთან და მეამბოხეებთან შეტაკების შემდეგ უამინდობის დროს თავშესაფრის მოპოვების მცდელობისას აღმოჩნდნენ ამ რეგიონში.
პოპულარული
1