ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რეიდის დროს ორი ტერორისტი მოჰკლეს


ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალების პრესსამსახურის განცხადების თანახმად ერაყის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი რეიდებისას ორი ტერორისტი მოჰკლეს. დაკავებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი 36 პირი.

განცხადების თანახმად ოპერაციის სამიზნე ერაყში ალყაიდას ტერორისტული ქსელი იყო.

ამ ფონზე ამერიკული ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია რომ დიალას პროვინციაში აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აღსანიშნავია რომ ერაყის რადიკალ შიიტთა სულიერმა ლიდერმა მოქტადა ალ სადრმა განკარგულება გასცა რომ მისმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 6 თვით შესწყვიტოს მოქმედება.

ერაყის უშიშროების სამსახურს მიაჩნია რომ სწორედ ალ სადრის ერთგულმა შეიარაღებულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა შიიტთა წმნდა ქალაქ კარბალაში მომხდარ სისხლისღვრაში, რომელსაც 52 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ალ სადრის შეიარაღებული დაჯგუფება უარყოფს რაიმე კავშირს ინციდენტთან.

XS
SM
MD
LG