ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბებმა 19-დან 12 სამხრეთ კორეელი მძევალი გაათავისუფლეს


ისინი დღეს ღაზნის პროვინციის ტომთა ბელადებს გადასცეს. ამჟამად ისინი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. სამშაბათს გუშინ თალიბებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ ყველა მძევლის გათავისუფლებას აპირებენ.

შეთანხმება მიღწეული იყო პირისპირ მოლაპარაკების დროს თალიბებსა და სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგნლებს შორის.

სამხრეთ კორეა დათანხმდა ამა წლის მიწურულისათვის მისი 200 სამხედრო მოსამსახურის გაყვანაზე და ავღანეთში ქრისტიანული მისიონერული საქმიანობის შეწყვეტას.

ავღანელმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს მიღწეული შეთანხმება და განაცხადეს რომ ეს მომავალში მხოლოდ წააქეზებს თალიბებს უფრო ხშირად მიმართონ ხალხის გატაცებას.

XS
SM
MD
LG