ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში დამატებით კიდევ 50 მილიარდ დოლარს მოსთხოვს კონგრესს ერაყში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად


გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პრეზიდენტი ბუში დამატებით კიდევ 50 მილიარდ დოლარს მოსთხოვს კონგრესს ერაყში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

ვაშინგტონ პოსტის ვარაუდით ბუშის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს გადადგამს მას შემდეგ რაც სექტემბრის შუა რიცხვებში წარმოადგენს მოხსენებას ერაყში მიმდინარე ომის შესახებ.

შეგახსენებთ რომ ბუშის ადმინისტრაციამ 2008 წლის ბიუჯეტში ამ მიზნისათვის დამატებით უკვე მოითხოვა 460 მილიარდი დოლარი.

ვაშინგტონ პოსტის თანახმად ბუშის გადაწყვეტილება დამატებით კიდევ მოითხოვოს ფული ფაქტობრივად ასახავს ბუშის ადმინისტრაციის პოზიციას რომლის თანახმად მას შეუძლია გაუმკლავდეს დემოკრატ კონგრესმენთა კატეგორიულ მოთხოვნას აშშ-მა ერაყიდან გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები.

XS
SM
MD
LG