ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქლაქ კარბალაში წესრიგი აღდგა, აცხადებს ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი


შეგახსენებთ რომ შიიტთა რელიგიური დღესასწაულის დროს მომხდარი შეაიარაღებული შეტაკების შედეგად 52 კაცი დაიღუპა.

200-ზე მეტი კაცი დაიჭრა. მალიკიმ, რომელიც დღეს ეწვია კარბალას, განაცხადა რომ მომხდარში დამნაშავენი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და სადამ ჰუსეინის რეჟიმის ერთგული მომხრეები.

კარბალას უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად რადიკალი მუსლიმი სასულიერო პირის მოქტადა ალ სადრის შეიარაღებულმა მომხრეებმა ცეცხლი გაუხსნეს შიიტთა სამლოცველოების დაცვას. ამის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა განსაზღვრული დროით შემოეღო კომენდანტის საათი ქალაქ კარბალაში და მოუწოდა შიიტ მომლოცველებს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი.

XS
SM
MD
LG