ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქალაქ კარბალაში განუსაზღვრელი დროით კომენდანტის საათი შემოიღეს


ადგილობრივ ხელისუფალთა განცხადების თანახმად ამ ზომის გატარება აუცილებელი იყო მას შემდეგ, რაც შეტაკებას ჰქონდა ადგილი პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის შიიტთა დღესასწაულზე. ამჟამად კარბალადან მიმდინარეობს შიიტ მომლოცველთა ევაკუაცია. ქალაქში გადაისროლეს პოლიციისა და არმიის დამატებითი ნაწილები. დღეს აღინიშნება შიიტთა მეთორმეტე იმამის მოჰამედ ალ მაჰდის დაბადების დღე. შეტაკება მოხდა შიიტთა ერთ-ერთი წმინდა ადგილის შორიახლოს. კარბალაში ამჟამად ასობით ათასი შიიტია ჩასული ამ ორ დღიან დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG