ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ცხრამეტ კორეელ მძევალთა საკითხზე მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყო


მოლაპარაკებში მონაწილეობენ თალიბები და სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები. დღეს თალიბთა რწმუნებულმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ქალაქ ღაზნიში იყო დაგეგმილი. თალიბებმა 23-ი სამხრეთ კორეელი გაიტაცეს, მათგან ორი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო კიდევ ორი მიმდინარე თვეს გაათავისუფლეს. ისინი ყველა მძევლის დახოცვით იმუქრებიან, თუ ავღანეთის მთავრობა ციხეებიდან არ გაათავისუფლებს ყველა თალიბ მეამბოხეს. ავღანეთის მთავრობა გამორიცხავს ამ პირობის შესრულებას.

XS
SM
MD
LG