ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრი ალბერტო გონზალესი გადადგა


თეთრი სახლის განცხადებით შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრი ალბერტო გონზალესი დღეს გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

გონზალესის გადადგომა ოპოზიციონერი დემოკრატების და ზოგიერთი რესპუბლიკელის ზეწოლამ გამოიწვია, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მიერ 8 ფედერალური პროკურორის სამსახურიდან განთავისუფლების გამო.

ამერიკელი კანონმდებლები მიჩნევენ, რომ ეს ხალხი პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს სამსახურიდან. გონზალესი პრეზიდენტ ბუშის მხარდაჭერით სარგებლობდა.

XS
SM
MD
LG