ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთში ნავთობის საბადოების გადამუშავება სამი თვით შეჩერდა


ყაზახეთში ნავთობისა და გაზის გადამუშავების იტალიური კომპანია "Eni SpA"-ს მიერ წარმოებული ნავთობის საბადოების გადამუშავება დროებით შეწყდა.

ყაზახეთის ეკოლოგიის მინისტრმა ნურლან ისკაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ნავთობით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფაქტორების გამო კაშაგანის ნავთობსაბადოებში სამი თვით შეჩერდება ყველანაირი სამუშაოები.

ყაზახეთის მთავრობა უკმაყოფილოა იტალიური კომპანია "ENI" ის მიერ წარდგენილი ნავთობის დაღვრის ხარჯებისა და რეაგირების გეგმით, ასევე კაშაგანის" ნავთობსაბადოს დამუშავების პროექტის ღირებულების გაზრდით, იგი 136 მილიარდ დოლარს შეადგენს და თითქმის ორჯერ აღემატება მის საწყის ფასს .

ნავთობის მიწოდება ნავთობსაბადო "კაშაგანი"-დან უკვე რამდენიმეჯერ გადაიდო. საბოლოოდ "ENI"-მ ნავთობის მოპოვების ვადა 2010 წლამდე გადაავადა.

XS
SM
MD
LG