ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი ერაყში


ბაღდადის შიიტურ უბანში მანაქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

აფეთქება კადიმიას რაიონში განხორციელდა მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებამ შიიტური რელიგიური დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით უშიშროების განსაკუთრებული ზომები შემოიღო.

მომავალ კვირას ათასობით შიიტი ქარბალაში ჩავა მე-9 საუკუნის იმამ ალ-მაჰდის დაბადების დღის აღსანიშნავად.

დღესვე ამერიკელმა სამხედროებმა მდინარე ტიგროსის ხეობაში სამი ტერორისტი მოკლეს და 17 დააპატიმრეს.

პარასკევს კი ბაღდადში მომხდარი შეტაკებისას 18 შიიტი მოთარეშე გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG