ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში კასპიის ზღვის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება


როგორც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა მხარეები განიხილავენ ტერიტორიული წყლების პრობლემას.

ეს განცხადება მან დღეს გააკეთა აზერბაიჯანში მიმდინარე ორ-დღიანი მოლაპარაკების მიწურულს.

აჰმადინეჟადის თქმით უმაღლესი დონის შეხვედრა თეირანში 16 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. მას შემდგეგ რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, აზერბნაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის, თურქმენეთისა და ირანის მთავრობები ვერ თანხმდებიან იმაზე თუ როგორ უნდა განაწილდეს კასპიის ზღვის რესურსები.

აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტომ ტურანმა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმად აზერბაიჯანის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ მწვავედ გააკრიტიკა აჰმადინეჟადის ბაქოში ვიზიტი იმის გამო რომ ირანის ჩრდილოეთში ადგილი აქვს ეთნიკურ აზერბაიჯანელთა დისკრიმინაციას.

XS
SM
MD
LG