კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად პაკისტანის დაბა თალის შორიახლოს სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
ოფიციალური განცხადების თანახმად კამიკაძემ ფეთქებადი მასალებით დატვირთული ავტომობილი სასაზღვრო რაიონში განლაგებულ სამხედრო საკონტროლო გამშვებ პუნქტს შეაჯახა.
ტერაქტის შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით 12 კაცი დაიჭრა. ამ ფონზე პაკისტანის სამხედრო შვეულმფრენებიდან ავღანეთის სასააზღვრო რაიონში თალიბთა ორ სამალავს გაუხსენეს ცეცხლი. დაიღუპა 15 მეამბოხე.
როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის უფროსმა განაცხადა მემაბოხეები ამ ორ ობიექტს იყენებდნენ ვაზირისტანის ჩრდილოეთში თავდასხმების განხორციელებისათვის. საჰაერო რეიდის დროს ორი ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა.