ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერორისტული თავდსხმა ავღანეთში


ავღანეთის პოლიციის განცხადებით ყანდაარის პროვინციაში უშიშროების სამსახურის კერძო ამერიკულ ფირმაზე კამიკაძის თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა.

ხელისუფლების ინფორმაციით დაღუპულია დაცვის სამსახურის 4 წევრი და 11 სამოქალაქო პირი, დაჭრიალია 26 ადამიანი.

პარასკევს კამიკაძემ ყანდაარის პროვინციის ზარის რაიონის უფროსი ააფეთქა თავის შვილებთან ერთად.

მიუხედავად იმისა რომ ავღანეთში ამჟამად ნატოს და შეერთებული შტატების 50 000-ზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება პარტიზანებმა მკვეთრად გააქტურეს თავიანთი მოქმედება კამიკაძეების თავდასხმების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG