ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 510 მიაღწია


ოთხშაბათს პერუში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 510 მიაღწია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი უამრავი ადამიანის გადარჩენას ცდილობენ. პერუს სამხრეთ სანაპიროზე მომხდარმა 8 ბალიანმა მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია.

დაშავებულთა რიცხვმა 1500 გადააჭრბა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი პისკო, სადაც ეკლესიის ჭერი ჩამოინგრა ღვთისმსახურების მიმდინარეობის დროს. ამ დღეს კათოლიკები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ეკლესია ხალხით იყო გავსებული. მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს დედაქალაქ ლიმადან 145 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

ძლიერი რყევა 2 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა რამაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. სხვათა შორის მიწისძვრამ ქალაქ ჩინჩას ციხეც დაანგრია და პატიმრებმა გაქცევით უშველეს თავს.

XS
SM
MD
LG