ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ტერაქტს 7 კაცის სიცოცხლე შეეწირა


პოლიციის განცხადების თანახმად დღეს დილით აფეთქებას ადგილი ჰქონდა პიკის საათში ქალაქის სავაჭრო რაიონის ერთერთ ავტოსადგომზე.

ამ ფონზე ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას.

სამშაბათს ოთხი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაუზუსტებელი მონაცემებით 400 კაცი დაიღუპა. ოფიციალური პირები შიშობენ რომ მონაცემები დაღუპულტა შესახებ გაიზრდება.

ტერაქტი განხორციელდა იეზიდი ქურთების მიმართ რომლებსაც სუნიტი მეამბოხეები როგორც სატანისტებს ისე აღიქვამენ.

ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელობა ამ ტერაქტებში ალყაიდას სდებს ბრალს. დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად მომხდარი შეიარაღებული შეტაკებისას ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 6 კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG