ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის შიითები და ქურთები ახალ,პოლიტიკურ ალიანსს აყალიბებენ


ამ ალიანსში არცერთი სუნიტური პოლიტიკური პარტია არ არის ჩართული. ამის თაობაზე დღეს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ ტალაბანიმ, რომელიც წარმოშობით ქურთია, და შიითმა პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ.

როგორც ბატონმა ტალაბანიმ აღნიშნა ვიცე პრეზიდენტმა ტარიკ ალ ჰაშემიმ, რომელიც სუნიტია, უარი განაცხადა ალიანსში შესვლაზე.

ჰაშემის “ერაყის შერიგების ფრონტი ” მთავარი სუნიტური ბლოკია ქვეყნის პარლამენტში. მიმდინარე თვეს მალიკის კაბინეტიდან ამ ბლოკის გასვლამ კრიზისი შექმნა.

ახალი ალიანსის შიიტ წევრებს შორის არიან “დავას” პარტიისა და “ერაყის უზენაესი ისლამური საბჭოს” წევრები. ალიანსში შედის ორი ქურთული ფრაქცია, ტალაბანის “ქურთთა პატრიოტული კავშირი” და მასუდ ბარზანის “ქურთთა დემოკრატიული პარტია”.

XS
SM
MD
LG