ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენცია გამიართა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟდმა განაცხადა რომ შეერთებული შტატების გეგმა ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების შესახებ საფრთხეს უქმნის ცენტრალური აზიის ქვეყნებს.

ეს განცხადება აჰმადინეჟადმა ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

ორგანიზაცია რუსეთს, ჩინეთს, და ცენტრალური აზიის 4 ქვეყანას ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს აერთიანებს. ირანს დამკვირვებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რუსეთი პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგების წინააღმდეგ გამოდის , თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს რომ სისტემა ირანის მსგავსი ქვეყნებისაგან მომდინარე საშიშროებისაგან დაცვას წარმოადგენს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კონფერენციაზე განაცხადა რომ გლობალური პრობლემების ცალმხრივად მოგვარების მცდელობა არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს და აუცილებელია საერთაშორისო ცენტრალიზირებული სისტემის შექმნა რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს გადაჭრიდა.

ცენტრალური აზიის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. სამიტზე ამას გარდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების საკითხებზეც იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG