ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუში მიწისძვრის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა


პერუს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ წუხელ პერუს დედაქალაქიდან, ლიმადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 145 კილომეტრში 7 მთელი 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანია დაშავებული.

მიწისძვრამ, რომელიც 2 წუთს გაგრძელდა, მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად დიდ მსხვერპლს ჰქონდა ადგილი ქალაქ იკაში მდებარე ეკლესის დანგრევის შედეგად.

პერუს პრეზიდენტის ალან გარსიას განცხადების თანახმად დაიხურა სკოლები შენობების ავარიული მდგომარეობის გამო.

წყნარ ოკეანეში ცუნამის პროგნოზირების ამერიკულმა ცენტრმა სამხრეთ ამერიკის -წყნარი ოკეანის სანაპიროზე განლაგებულ ქვეყნებს , პერუს, ჩილეს, ეკვადორს, კოლუმბიას, პანამასა და კოსტარიკას მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აუწყა, თუმცა მოგვიანებით ცენტრმა განაცხადა რომ ცუნამის საშიშროება მოიხსნა.

XS
SM
MD
LG