ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში გატაცებული ერთი ტურისტი გაათავისუფლეს


ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ირანის სამხრეთ აღმოსავლეთით გატაცებული ორი ბელგიელი ტურისტიდან ერთერთი გაათავისუფლეს. მიმდიანრეობს მოლაპარაკება მეორე გატაცებულის გათავისუფლების თაობაზე.

ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს რწმუნებულმა ირნას ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა რომ ეს ტურისტი წუხელ გაათავისუფლეს. მისივე თქმით მიმდინარეობს მოალაპარაკება მისი მეუღლის გათავისუფლებაზე. მიუხედავად ამ განცხადებისა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წუხელ გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმად ორივე მძევალი გათავისუფლებულია.

როგორც ირანის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი ბელგიელი ტურისტები კვირას გაიტაცა ყაჩაღთა ბანდამ, რომლის მეთაურმა მოითხოვა მისი დაპატიმრებული ძმის გათავისუფლება. არაფერია ცნობილი იმის თაობაზე დააკმაყოფილა თუ არა ირანის მთავრობამ ეს მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG