ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იმედოვნებს რომ გააფართოვებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ფხენიანთან


როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა დღეს განაცხადა იგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჯონგ ილთან განიხილავს ორი კორეული სახელმწიფოს ერთობლივი ეკონომიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხს სამდღიანი უმაღლესი შეხვედრის დროს რომელიც 28 აგვისტოს ფხენიანში იხსნება.

ექსპერტებს მიაჩნიათ რომ სეული მასიურ ეკონომიკურ და საინტევსტიციო პაკეტს შესთავაზებს ჩრდილოეთს რათა ფხენიანმა დაიწყოს მისი დასუსტებული ეკონომიკური სისტემისა და ინფრასტრუქტურის ფეხზე დაყენება. ბატონმა ნომ ხაზგასმით აღნიშნა რომ იგი უმაღლესი დონის შეხვედრისას ზეწოლას მიმართავს ჩრდილოეთ კორეაზე რათა მან შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები ბირთვული განიარაღების საკითხში.

XS
SM
MD
LG