ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერაქტების შედეგად 200-ზე მეტი კაცი დაიღუპა


აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრეს-ცენტრის თანახმად ქალაქ მოსულიდან დასავლეთით კამიკაძე ტერორისტებმა ერთდროულად ოთხი დანაღმული სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს.

ამ ტერაქტის სამიზნე ქურთული რელიგიური მიმდინარეობის იეზიდების მიმდევრები იყვნენ . ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაშველები ცდილობენ შენობების ნანგრევებიდან გადარჩენილთა ამოყვანას. ოფიციალური პირები შიშობენ რომ დაღუპულთა შესახებ მონაცემები გაიზრდება.

თეთრმა სახლმა ეს ტერაქტები როგორც უდანაშაულო ადამიანების მიმართ განხორციელებული ბარბაროსული აქტი ისე დაჰგმო.

ამ ფონზე ერაყის პოლიცია აცხადებს რომ ბაღდადის სამხრეთით კამიკაძე ტერორისტმა ავტომობილი ააფეთქა ქალაქ ჰილას ერთ-ერთი მოსამართლის ავტოკოლონის შორიახლოს. დაიღუპა მოსამართლე და მისი ორი მცველი. არიან დაჭრილები.

XS
SM
MD
LG