როგორც ცნობილია, გასულ პარასკევს თბილისში , გამომცემლობა სამშობლოში განთავსებულ მედიის საშუალებებს გაუფრთხილებლად დაატოვებინეს შენობა, ოფისების დასაცლელად მათ რამდენიმე საათი მისცეს. გამოსახლებიდან მე-4 დღეს ტელეკომპანია „კავკასია“ დღეს პირველად გავა ეთერში. ტელეკომპანია მაუწყებლობას ა.ხორავას სახელობის მსახიობთა სახლიდან განაახლებს..
კავკასია სარჩელის შეტანას გეგმავს სასამართლოში, დამარცხების შემთხვევაში, მისივე თქმით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. საგანგებო ნომერი გამოსცა გაზეთ „ასავალ-დასავალმა“, სადაც ნათქვამია, რომ ზუსტად 70 წლის წინ იდგა 1937 წელი... ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა თბილისის ზედამხედველობის სამსახური მხედრიონს შეადარა, ქართველმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ უნდა შეაჩერონ ხალხის მტრად ქცეული ხელისუფლება.
აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს მასმედიიდ პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ჰამლეტ გეგია გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ „სამშობლოში“ განთავსებული რედაქციების გაუფრთხილებლობით ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყანაში მოქმედი კანონი დაარღვია. კავშირი დაზარალებულ რედაქციებს სოლიდარობას უცხადებს.