ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინში ერთმანეთს ხვდებიან ბირთვულ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის მოთათბირეები


მოლაპარაკება დღეს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანმაშემწეს ქრისტოფერ ჰილსა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კიმ კეკვანს შორის. მხარეები მიმოიხილავენ ბირთვულ საკითხზე ექვსმხრივი მოლაპრაკების შედეგად თებერვალში მიღწეული შეთანხმების მორიგ ფაზას.

შეთანხმების თანახმად ოფიციალურმა ფხენიანმა საერთაშორისო საზოგადოებრიობას უნდა გადასცეს დაწვრილებითი ინფორმაცია მისი ბირთვული პროგრამების ირგვლივ და საბოლოო ანგარიშში სრულიად უნდა შეაჩეროს ეს პროგრამა.

როგორც ბატონმა ჰილმა განაცხადა იმედი აქვს რომ ამ ინფორმაციას აგვისტოს მიწურულს ან სექტემბრის დასაწყისში მიიღებს როდესაც მოთათბირეები უნდა ჩაერთონ ექვსმხრივი მოალაარაკების მორიგ რაუნდში.

ჰილი და კვანი ჩინეთის ქალაქ შენიანგში გააგრძელებენ სამუშაო ჯგუფის მოალაპარაკებას რომელიც ორ დღეს გასტანს.

XS
SM
MD
LG