ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სამი მეამბოხე მოკლეს


როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძაალების რწმუნებულმა განაცხადა პაკისტან-ავღანეთის სასაზღვრო რაიონში გამთენიისას ამტყდარი სროლის დროს სამი მეამბოხე მოკლეს.

შეტაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძლედა. მეამბოხეებმა ვაზირისტანის პროვინციაში ორ საკონტოლო გამშვებ პუნქტზე მიიტანეს იერიში. პაკისტანის უშიშროების სამსახური აცხადებს რომ ავღანეთის საზღვრის შორიახლოს მეამბოხეებმა რეაქტიული ჭურვები დაუშინეს უშიშროების სასმსახურის ობიექტებს. უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიჭრა.

ამ ფონზე გულამხანის რაიონში მეამბოხეებმა რეაქტიული ჭურვები დაუშინეს პაკისტანის არმიის პოსტებს. მსხვერპლი არ არის. კვლავაც გრძელდება 16 ჯარისკაცის ძებნა რომლებიც გასულ კვირას ვაზირისტანის სამხრეთში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG